დავით ხოჭოლავა: უკრაინასთან მსგავს სიტუაციაში ვართ - ერთი და იგივე ადამიანებისგან ტერიტორიები დავკარგეთ

AutoSharing Option
"შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ XSPORT VLOG-თან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა. უნდა ითქვას, ის რუსულად კარგად ლაპარაკობს და საერთოდ, კარგი და სასიამოვნო მოუბარია.

"უკრაინაში ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. საქართველომაც დაკარგა ტერიტორიები და ეს მტკივნეულია. 2008 წელს ყველაფერი ისე უცბად მოხდა, რომ ვერავინ მიხვდა, სამი დღე გაგრძელდა და თბილისში შემოსვლით იმუქრებოდნენ. ტანკები იდგნენ უკვე დედაქალაქის შესასვლელთან. ჩემი ოჯახი დასავლეთ საქართველოში იყო, ბათუმში ისვენებდა, თბილისიდან 400 კილომეტრში.

მე ნაკრებში შეკრება მქონდა. ჩვენ შორის ომი იყო და ერთმანეთთან ვერ მივდიოდით.
ძალიან ნერვული სიტუაცია იყო. მტკივნეულია, რომ ადამიანები და ტერიტორიები დავკარგეთ. ჩვენ უკრაინასთან რაღაცით მსგავს ვითარებაში ვართ, ერთი და იგივე ადამიანებისგან".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დავკარგეთ კი არა, დროებით ოკუპირებულია!
რამაზი
00:56 07-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული