ხვიჩა კვარაცხელია: ჩემმა გოლმა საბა ძალიან გაახარა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივმა" "რუბინი" დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მოსკოველებიდან ბოლო გოლი 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ გაიატანა, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა. მატჩის შემდეგ ხვიჩამ ინტერვიუ მისცა კლუბის პრეს სამსახურს.

"ძალიან გამახარა "ლოკომოტივის" მაისურით გატანილმა გოლმა. მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული 3 ქულა უფრო მახარებს. ვეცდები ამ ტემპში გავაგრძელო თამაში.

პირველად გოლი ანტონ მირანჩუკმა მომილოცა, ის ძალიან ახლოს იყო. შემდეგ საბამ, მას ძალიან გაუხარდა, რომ გოლი გავიტანე.

წინ რუსეთის თასის ნახევარფინალური მატჩი გველოდება "როსტოვთან".
შეხვედრისთვის სრული დატვირთვის მოვემზადებით და თასის მოსაგებად ვიბრძოლებთ. წინ სერიოზული ბრძოლა გველის, თუმცა მე ჩვენი გუნდის მჯერა"- გადმოსცემს ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის სიტყვებს "ლოკომოტივის" პრეს სამსახური.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში გაიტანა გოლი. ხოლო, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვისაც რუსულ უმაღლეს ლიგაში გაუტანია გოლი ასევე ქართველი - ჯანო ანანიძე გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული