გიორგი ლორიას "მაგდებურგი" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა

AutoSharing Option
12 მაისს, მეორე ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "უნიონთან" და ქვედა ლიგაში გავარდა.

ლორიას ტრავმის გამო მარტის შემდეგ არ უთამაშია, ამ შეხვედრაში კი დაბრუნდა და თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

ის "მაგდებურგში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა და 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი აკაკი გოგია სათადარიგო იყო.

ბერლინი. "ან დერ ალტენ ფორსტერეი". 22 012 მაყურებელი
უნიონი - მაგდებურგი 3:0
გოლები: 1:0 პრიომელი (8), 2:0 პოლტერი (31), 3:0 პოლტერი (90+6)
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი, გიო, ანორთოსისში.. მზე, ზღვა და ქეცბაია გელოდება :))
ქუთაისელი
11:44 13-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული