გიორგი პაპუნაშვილი: ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია, როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას, რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა

AutoSharing Option
სუს-ის მიერ ქართველი ფეხბურთელების დაკავებას საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ეხმიანება.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, ასეთ დროს ფეხბურთელი თანაგუნდელებს და გულშემატკივარს ყიდის.

"ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია, როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას, რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა; თავის თავის გარდა, ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს. დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს ინფორმაცია და მეკითხებოდნენ, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა, ვინც გარეულია ამ საქმეში. მთავარია, ის ხალხი გამოვლინდეს, ვინც ამას სათავეებში უდგას!" - წერს გიორგი პაპუნაშვილი
Facebook-ის პირად გვერდზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი 19-20 მაისს დააკავა. მათ შორის 5 "ვიტ ჯორჯიას", 2 ლანჩხუთის "გურიას", 1 კი "ჭიათურას" მოთამაშეა.

altსუს-მა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" 20 მაისს წაგებული მატჩის ჩაწყობის გამო დააკავა [VIDEO]

alt8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი - სუს-ი მოთამაშეების დაკავებას ადასტურებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]

alt"გურიას" პრეზიდენტი დაკავებულ ფეხბურთელებზე: არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა

altსაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული