ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომელიც "ნასიონალის" ფეხბურთელია, ლიგის იმედგაცრუებებში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა maisfutebol-მ სეზონი შეაჯამა და თითოეული გუნდიდან დაასახელა ის ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეული იყო და ისიც, ვინც იმედები გაუცრუა გუნდს.
აი, რას წერს გამოცემა არაბიძის შესახებ:
"ნასიონალში“ იმედგაცრუება გიორგი არაბიძე იყო, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი. ბოლო წუთზე "მორეირენშეს" წინააღმდეგ აცილებული პენალტი არის მისი სეზონის შეჯამება და იმის ნათელი მაგალითი, რომ მისი აყვანა სწორი გადაწყვეტილება არ იყო."
რაც შეეხება პორტუგალიურ ლიგაში მოთამაშე კიდევ ორ ქართველს - გიორგი მაკარიძესა და ავთო