დავით ხოჭოლავა: ლეკურს ვერ ვიცეკვებ, ვერც ვიმღერებ - "დინამოსთან" გასაძევებელი არ ვიყავი

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" უკრაინაში "ოქროს დუბლი" შეასრულა და დღეს, 22 მაისს პრემიერლიგის 30-ე ტურში კიევის "დინამოს" ხარკოვში დაუზავდა (1:1). მართალია, დონბასური გუნდი უმოტივაციოდაა, მაგრამ უკრაინულ კლასიკოს მუდამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამ შეხვედრის 63-ე წუთზე ქართველი მცველი გააძევეს, თამაშის შემდეგ კი "Футбол 2"-მა ინტერვიუ ჩამოართვა.

- სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა...
- ვფიქრობ, ყველამ დაინახეთ, რომ მოგებაზე ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, რომ ბოლო წუთებზე მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.

- გულშემატკივრების მადლიერება იგრძენით?
- ძალიან სასიამოვნოა, რომ
ქომაგები ჩემპიონობის მოსალოცად მოვიდნენ. მთელი წელი ვამტკიცებდით, რომ საუკეთესოები ვართ. ჩვენი გულშემატკივრებიც საუკეთესოები არიან. ეს მათ თავიანთი მხარდაჭერით დღესაც დაამტკიცეს.

- გაძევების ეპიზოდზე გააკეთეთ კომენტარი...
- მეორე ყვითელ ბარათზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ვიგრძენი, რომ ბურთი ხელზე მომხვდა. რაც შეეხება პირველ ყვითელ ბარათს, ვთვლი, რომ ბურთზე პირველმა ვითამაშე, მეტოქეს დავასწარი და უსამართლოდ გამაფრთხილეს.

- ზეიმისთვის ძალა დაგრჩათ?
- ზეიმისთვის ძალა ყოველთვის გვაქვს, რადგან ამის მისაღწევად მთელი წელი ვიბრძოდით და ახლა უნდა აღვნიშნოთ.

- ლეკურს იცეკვებთ?
- არა, მე არ ვცეკვავ.

- იმღერებთ? დღეს გაიტანი, Maruv-ი და პოლიაკოვი გამოვლენ. შესაძლოა, რომელიმე სიმღერა იცით...
- მე სიმღერის ნიჭით არ ვარ დაჯილდოებული. მაქსიმუმ, გულში ვიმღერო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული