ზურიკო დავითაშვილი "რუბინში" გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინის" საიტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველთან, ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტის გაფორმება იუწყა.

18 წლის დავითაშვილს ყაზანურმა კლუბმა სამსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა და 11-ნომრიანი მაისურა გადასცა.

დავითაშვილი "რუბინში" ზამთარშიც იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ დარჩენა არ ისურვა და დროებით თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელა კარიერა.

ცნობისათვის, "რუბინი" მწვრთნელმა კურბან ბერდიევმა დატოვა, 42 წლის რომან შარონოვი ჩაუდგა სათავეში (ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია) და გუნდი სერიოზულად გადახალისდება.

რუსეთის პრემიერლიგა 15 ივლისს აიღებს სტარტს - "რუბინი" პირველ ტურში მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

"ზამთარში ძალიან მინდოდა "რუბინში" დარჩენა, ყველაფერი ამისკენ მიდიოდა,
მაგრამ ბოლო მომენტში დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა და ჩემი აქ გადმოსვლა გადაიდო. ახლა "რუბინში" ვარ და ძალიან ბედნიერი გახლავართ.

სანამ გადმოვიდოდი, "რუბინის" ყოფილ ფეხბურთელს, ლაშა სალუქაძეს ვესაუბრე და მან კარგად დამიხასიათა გუნდი და ქალაქი, მითხრა, რომ კლუბი სახელგანთქმულია თავისი ატმოსფეროთი. აგრეთვე ველაპარაკე მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ჩემი მეგობარია. მან ძალიან მიქო რუსეთის ლიგა, მითხრა, რომ აქ განსავითარებლად ყველა პირობაა", - განუცხადა დავითაშვილმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია წარმატებებს ვუსურვებ და იმედია გამოიყენებს ტრამპლინად ტოპ ლიგაში გადასასვლელად ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა ტატაროჩკა გოგოებმა არ უნდა დაგაკარგინოს თავი
კახა
30 ივნისი 2019 20:56
0
ამ რუსეთს ვერ ვეშვებით მოკლედ.
გიორგი
30 ივნისი 2019 10:32
6
პრიმერადივიზიონში ან სერია ა-ში გაქვს ეტყობა გიორგი ხოდი და მიდი გაუჩარხე ზურიკოს ტრანსფერი.
გიორგის
30 ივნისი 2019 11:48
2
წარმატებები!!!! აქ მართლა პოლიტიკა რა შუაშია? საერთოდ ფეხბურთი და პუტინი, მიშა,ბიძინა , ამ ოთხს ერთად ვერ ვაკავშირებ ფეხბურთთან...
Vasili
29 ივნისი 2019 23:34
5
მეექვსე ლიგაა ევროპაში რუსეთის პრემიერლიგა, ორი გუნდი ყავს სულ ჩემპიონთა ლიგაზე, კარგი ჩემპიონატია პოლიტიკა აქ რა შუაშია ხოარ გაუბერეთ
irakli
29 ივნისი 2019 22:41
5
რუსეთი საქართველოს და ქართველების მტერი არარის თუ გვეშლება რამე,,როცა ჩვენები იბრძოდნენ ანწუხელიძე და სხვები მაშინ ზოგიერთები იმალებოდა,,პოლიტიკა როგორ არარი შუაში,,ყველა მოღალატეა ვინც საქართველოს გაყიდის,,
irakli-s
29 ივნისი 2019 23:44
13
ხოდა გახეხავ ბიძიკო სკამს სწორედ იმიტომ რომ ზამთარში არ დარჩი.ესე არამბობდი აქ აღარ დავბრუნდებიო?გაგიჟდება კაცი თავმოყვარეობა თლად დაკარგეს ამ ბიჭებმა.არც ის გამიკვირდება როვეგარ გადახვიდე სადმე და კარიერა უფრო დაბალი გუნდის რანგში დაასრულო
თემური
29 ივნისი 2019 22:07
10
შურით არ დაიხრჩო
მამაშენი
03 ივლისი 2019 14:54
0
კიდევ ერტი მოგალატე :D
vazha
29 ივნისი 2019 20:11
38
ნამდვილად მასეა,მთავარია გადმოგდებული ფული აიღონ,
vazha-s
29 ივნისი 2019 22:57
14
არსად დაგეკარგოთ საქებარი რუსეთის ლიგა
ზორბეგი
29 ივნისი 2019 19:32
28
ზორბეგ ხუილო :)))
odala
29 ივნისი 2019 22:34
9
მიდი შეუბერე სულიკოევიჩ, (აბრეზიჩ,) გენაცვალე ქართულ ხასიათსა და ჯიგარში.
ჯეკო
29 ივნისი 2019 18:54
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული