ჯერ "ლოკომოტივი" მერე "გენტი" - ზურიკო დავითაშვილი ბელგიელებთან მოლაპარაკებას Sportall.ge-სთან ადასტურებს

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძესა და ლაშა ჯაკობიასთან ერთად იმყოფება.

Sportall.ge დავითაშვილს ბელგიაში დაუკავშირდა და არსებული სიტუაციის შესახებ ჰკითხა, ზურიკომ დაგვიდასტურა, რომ მოლაპარაკებებს "გენტთან" აწარმოებს.

"ბელგიაში ვარ, "გენტთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია. 2 თვე, ზაფხულამდე, "ლოკომოტივში" უნდა ვითამაშო, 99 პროცენტით ასე იქნება. მერე მეცოდინება, სად და როგორ მივდივარ, თუმცა "გენტი" ჩემით დაინტერესებულია და მოლაპარაკებები გვაქვს. ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკება, თუმცა ზაფხულამდე არანაირი კონტრაქტი არ იქნება. ამჟამად სხვა რომელიმე
კლუბთან არ ვსაუბრობ", - გვითხრა ზურიკო დავითაშვილმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასული სეზონი "ლოკომოტივში" გაატარა, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში "რუბინში" ვარჯიშობდა, რომელიც კონტრაქტის პირობებზე ვერშეთანხმების გამო დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიჭიერი კია მაგრამ ჯერ პატარაა და ისე გამოდის აჯერებენ რო მაგარია და დასამტკიცებელი არაფელი აქვს. ძალით ნუ აფუჭებთ ამ ბიჭს. ითმაშოს იშრომოს და მთხოვნელების რიგი დაუდგება. თწვდამბლობა და შრომა უპირველესყოვლისა
გოგა
22:36 13-03-2019
2
ქვილითაიას ისე ძალიან უსამართლოდ ექცევიან ბელგიაში. გენტი არაა ის გუნდი ქვილითაია რომ ყრუ სათადარიგო იყოს.
ჰმ!
13:06 13-03-2019
1

სიახლეები პოპულარული