ლევან მჭედლიძე და "ემპოლი" დაშორდნენ - 13-წლიანი ისტორიის დასასრული

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი ეწურება და კლუბს დატოვებს.

ლევანი ტოსკანურ კლუბში 2006 წელს, 16 წლის ასაკში მივიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 18 წლის ასაკში კი ის "პალერმოში" გაანათხოვრეს, სადაც ორი წლის განმავლობაში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა - ჯანლუიჯი ბუფონის კარში.

შემდეგ იყო უამრავი და გაუთავებელი ტრავმები.

საუკეთესო სეზონი ლევანს 2015-16 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც სერია A-ს 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებული სერია მაშინაც ტრავმამ შეწყვიტა, რომლის
შემდეგაც ქართველმა შემტევმა მთელი შემდეგი სეზონი გამოტოვა.

სულ "ემპოლის" რიგებში ლევან მჭედლიძის ანგარიშზე 152 მატჩში 19 გატანილი გოლია.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის თავდამსხმელი.

altვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ზლატანის გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმის დინამოში მოდი ლევან,გვჭირდება შენი სტილის თავდამსხმელი.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
13:12 30-06-2019
2
ერთი სეზონი რო დინამოში ითამაშოს ან ევროპაზე დახმაროს გუნდს ან საბურთალოში კარგი იქნებოდა გააძლირებდა გუნდს და შემდეგ რო დაბრუნდეს ევროპასი ჩემი აზრით ეს ნაბიჯი ლევნსთვის რთული მისაღები იქნება მაგრამ თუ გააძლირებას რომლიმე კულბს ეს იქნება ღირსეული საქცეიელი
გიო
18:04 30-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული