ნიკა ყიფიანი: "რუბინს" არ გაუმართლა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა ნიკა ყიფიანმა კომენტარი გააკეთა ცსკა-სთან წაგებული მატჩის შემდეგ.

"ჩემს თამაშს ვერც კარგად და ვერც ცუდად ვერ შევაფასებ, პირველი შეხვედრა იყო და თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. თუმცა, მგონია, რომ მომდევნო მატჩებში ყველაფერი უკეთესად იქნება. გუნდს რაც შეეხება, წავაგეთ. ამიტომ ვერც გუნდის მიერ ნაჩვენებ თამაშს შევაფასებ დადებითად. შეცდომები დავუშვით და შემდეგ ტურებში ამ შეცდომების გამოსწორებას ვეცდებით.

რა არ გვეყო გოლის გასატანად? არ ვიცი, შეხვედრის ბოლოს გვქონდა მომენტები, მაგრამ არ გაგვიმართლა. იმედია,  მომდევნო შეხვედრაში გაგვიმართლებს", - განუცხადა ყიფიანმა "რუბინის" პრესსამსახურს.

გუშინ, 4 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში "რუბინი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა - 0:1. ამ შეხვედრაში ბექა მიქელთაძე და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ნიკა ყიფიანი კი შეცვლაზე შევიდა. ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა.

altლეგიონის უქმეები: ჰოლანდიური დებიუტი და ერთადერთი ქართული გოლი მსოფლიოს მასშტაბით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული