კვიპროსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, ფამაგუსტის "ანორთოსისში" კიდევ ერთი ქართველი ფებბურთელი, 17 წლის მეკარე ლუკა მიქაია ითამაშებს.
ლუკა მიქაია ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა და წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ქუთაისელთა განაცხადში ერთხელ მოხვდა, შარშან კი - 3-ჯერ, თუმცა არ უთამაშია.
ლუკა მე-5 ქართველი ფეხბურთელი იქნება კვიპროსულ გუნდში. აქამდე "ანორთოსისის" შემადგენლობაში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იყვნენ.
აქვე, რამდენიმე გამოცემა გუნდიდან კაჭარავას სავარაუდო წასვლაზე წერს, თუმცა ამ ჭორებს არგუმენტები ჯერ არ გააჩნია.