ქართველების "ანორთოსისი" სეზონისწინა მზადების პროცესში ჰოლანდიურ "გოუ ეჰედ იგლსს" შეხვდა.
"ანორთოსისი" ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან საოცარი ნახტომით გადაარჩინა. იმ შეხვედრაში ლორიამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა ეს მაინც გამორჩეული იყო.
24 ივლისს "ანორთოსისმა" კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსული გუნდის მეტოქე საუდის არაბეთის გუნდი "ალ ტაავუნი" იყო. აღნიშნულ შეხვედრაში "ანორთოსისის" მხრიდან ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავას პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები მწყობრში არიან და ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მოგეხსენებათ, ფამაგუსტის "ანორთოსისის" ღირსებას გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.