ვენტსპილსი-გუიმარეში
ლატვიურმა კლუბმა პორტუგალიური გუნდი საკუთარ მოედანზე მიიღო და დიდი ანგარიშით - 0:3 დამარცხდა.მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს გუგა ფალავანდიშვილმა და გიორგი მჭედლიშვილმა. პირველი მათგანი 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე კი - 74-ეზე. ამ დროს ანგარიში 0:2 იყო.
ფალავანდიშვილმა ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
თუნი-მოსკოვის სპარტაკი
მოსკოვის "სპარტაკი" შვეიცარიას ესტუმრა და ადგილობრივი "თუნი" 3:2 დაამარცხა.ლეგია-ატრომიტოსი
ვარშავის "ლეგიამ" საკუთარ მოედანზე ბერძნული "ატროტიმოსის" დამარცხება ვერ მოახერხა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 90 წუთის განმავლობაში გაისარჯა ვაკო გვილია.პოლონელებმა კარში ზუსტად 14-ჯერ დაარტყეს, თუმცა სტუმართა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
აღსანიშნავია, რომ ეს "ლეგიასთვის" ზედიზედ მესამე 0:0-ია.
ლუცერნი-ესპანიოლი
90 წუთი გაატარა მოედანზე "ლუცერნის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების განაპირა მცელმა ოთარ კაკაბაძემ, მისი გუნდი კი "ესპანიოლთან" 0:3 დამარცხდა.მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ესპანური კლუბი ფლობდა.
აეკ-გენტი
ბელგიური "გენტი" სტუმრად კვიპროსულ აეკ-ს დაუზავდა - 1:1. ხშირად "გენტს" ქართველების კლუბად მოვიხსენიებთ ხოლმე, თუმცა აქ ჩვენებურებს აღარ სწყალობენ.გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, გიორგი ბერიძე ბელგიელთა განაცხადში ვეღარ ხვდება, გიორგი ქვილითაია კი გამოჯანმრთელდა, თუმცა 18-კაციან სიაში მისთვის ადგილი კვლავ არ მოიძებნა.
ტორინო-შახტიორი
იტალიურმა "ტორინომ" ლაშა შინდაგორიძის "შახტიორს" საქმე პირველივე მატჩში მოუმთავრა (5:0). "საბურთალოს" ყოფილ ფეხბურთელს არ უთამაშია და არც საპასუხო შეხვედრაში იქნება. მას ამ ეტაპზე სხვა კლუბის რიგებში უკვე ნათამაშები აქვს და როგორც ჩანს, ბელორუსებს წინ არც ჯგუფური ეტაპი ელოდებათ.