დავით ხოჭოლავა უკრაინულ დერბიში 12 წუთი ათამაშეს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეორე ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სტუმრად 2:1 სძლია კიევის "დინამოს".

უკრაინის სუპერთასზე "დინამოსთან" წაგების (1:2) შემდეგ უკრაინულმა მედიასაშუალებებმა "მეშახტეთა" გუნდის მწვრთნელს ლუიშ კაშტრუს ძირითად შემადგენლობაში ხოჭოლავას ნაცვლად მიკოლა მატვიენკოს დაყენება მოუწოდეს, შემდეგ შეხვედრაში ჩემპიონატზე "ოლეკსანდრიასთან" (3:1) მან ქართველი ლეგიონერი შეუცვლელად ათამაშა, მაგრამ "კარპატისთან" (3:0) უკვე მის ნაცვლად მატვიენკო გაამწესა სასტარტოში, დღეს, "დინამოსთანაც" ჩვენებური სათადარიგო იყო და მხოლოდ 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც დონბასელები 2:1-ს იგებდნენ და ბოლოს დაცვის გაძლიერება დასჭირდათ.

რაც შეეხება დედაქალაქელთა ნახევ
არმცველ გიორგი წიტაიშვილს, განაცხადში ისევ არ იყო.

ამ თამაშს ოლიმპიისკის სტადიონზე 41 203 მაყურებელი დაესწრო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შევა ფორმაში და დააყენებენ,ვინ ყავთ მაგაზე უკეთესი:)
გუგა
00:31 11-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული