ესპანური პრესა: ლევან შენგელია "ტენერიფესა" და სახელოვან ევროპულ კლუბს სურთ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ესპანური გამოცემები eldesmarque, eldia და eldorsal-ი წერენ, რომ ლევან შენგელიათი, "კადისის" გარდა, სეგუნდა დივიზიონის კიდევ ერთი კლუბი - "ტენერიფე" არის დაინტერესებული და კანარელებმა თბილისის "დინამოს" უკვე მიმართეს. ამას გარდა, eldesmarque ჟურნალისტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქართველი შემტევი მნიშვნელოვან, სახელოვან ევროპულ კლუბს აინტერესებს, თუმცა კლუბის ვინაობას არ აკონკრეტებს.

გამოცემები წერენ, რომ "კადისს" ლევან შენგელიას მალე გაფორმების იმედი აქვს. მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა არც ისე არის საქმე, სანერვიულო რომ არაფერი ჰქონდეთ. სწორედ ამ მოლაპარაკებების ფონზე მიმართა "ტენერიფემ" თბილისის "დინამოს".

ჟურნალისტ ანხელ გარსია
ალვარესის მიხედვით, კონტაქტი ქართულ და ესპანურ გუნდს ("ტენერიფე") შორის ანდორაში დამყარდა, როცა "დინამო" "ენგორდანისთან" სათამაშოდ იყო ჩასული.

თუმცა ამ ეტაპზე უპირატესობა მაინც "კადისს" აქვს. კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ვისკანომ თქვა, რომ შენგელიას "კადისში" გადასვლა ბიუროკრატიული პრობლემების გამო შეყოვნდა.

"საქართველოში საქმეები სხვანაირად კეთდება და ჩვენ ველოდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "დინამოსთან", რათა შენგელიას "კადისში" ჩამოყვანა შევძლოთ" - თქვა ვისკანომ.

ამის პარალელურად, "ტენერიფეს" ინტერესი ძალიან რეალურია. კუნძულელების მცდელობები წარუმატებელი არაა და "დინამოსთან" მათაც ინტენსიური მოლაპარაკებები აქვთ. თუმცა, ჟურნალისტ მანოი დასვანის ინფორმაციით, პრობლემას ის ქმნის, რომ შენგელიათი სახელოვანი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული.

მართალია, საინფორმაციო საშუალებები კლუბს არ ასახელებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, ისიც ესპანური კლუბია. ამის თქმის საშუალებას ის გვაძლევს, რომ სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებსო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სულაც რეალმა, რომ მიიწვიოს, ფიფია მაინც არ გაუშვებს იტყვის კადისს უკვე სიტყვა მივეციო.დდ ეგრე არ თქვა ჩაკვეტაძეზე, ბაიერნის ინტერესზე, რომ კიდხეს არაო ბაიერნში, როგორ გავუშვებდიო გენტისთვის სიტყვა მქონდა მიცემულიო.დდდდ
1
ავტობუსი კარგად რო გაჩერდება მაშინ ჩამოდი))))
ჯოყოლა
21:28 13-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული