გიორგი არაბიძე თურქეთში იჯარის წესით ითამაშებს

AutoSharing Option
პორტუგალიური "ნასიონალის" ფეხბურთლი გიორგი არაბიძე თურქეთის მეორე ლიგის კლუბ "ადანასპორში" 1-წლიანი იჯარით ითამაშებს და თურქულ კლუბს ქართველი შემტევის გამოსყიდვის უფლება ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე პორტუგალიური საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.

21 წლის ნახევარმცველი "ნასიონალში" დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა 1 წლის შემდეგ თურქეთის მეორე ლიგის კლუბში გადავიდა სათამაშოდ. როგორც ჩანს, გიორგის პორტუგალიის მეორე ლიგაში თამაშს თურქეთის შესაბამის დივიზიონში თამაში ურჩევნია.

არაბიძემ "ნასიონალის" შემადგენლობაში პრიმერა ლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ პორტუგალიის თასზე ითამაშა და ერთხელ პორტუგალიის ლიგის თასზე,
სადაც "ტონდელას" წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
დამთავრდა ამის ფეხბურთიც.მანდედან ირანში გადავა ან ყაზახეთში.და მიკვირს არაბიძის უაზრო ამბიციები,სად ხართ ,,პროფესორებო"? რუბინში და ზოგადად რუსეთში ქართველობა იჩაგრება და რუსეთის ჩემპიონატი ტრამპლინი არ არისო.ბებიათქვენისამ თურქეთი,კვიპროსი,აზერბაიჯანი და ყაზახეთი ხომ ბატუტი და საბაგირო გზაა.
dato
18:09 15-08-2019
3
ისნია დათო ასეთ გუნდებს რუსეთი ჯობია. კარგად ვნახეთ კრასნოდარმა რა უყო პორტუს. ოქროს მანდ,რო გაებრწყინა კრასნოდარში ცუდი ფეხბურთელი გახდებოდა თუ უფრო კარგი? სხვა თემაა გვიყვარს თუ არა რუსეთი
გოგა
19:06 15-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული