ოქრიაშვილის დუბლი, კაჭარავას გოლი - "ანორთოსისმა" ქვედალიგელი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრაში სოფელ დერინეიას გუნდ "ანაგენისთან" მოგებულ შეხვედრაში (4:0) თავი ქართველმა შემტევებმა - თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კაჭარავამ გამოიჩინეს.

ორივე ქართველი "ანორთოსისის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მათ გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. კაჭარავამ 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი თორნიკე ოქრიაშვილს გაუკეთა. ოქრიაშვილმა კი პირველი დუბლი შეასრულა კვიპროსული გუნდის მაისურით.

"ანორთოსისის" კარს არ იცავდა გიორგი ლორია, რომელსაც დაზიანება აქვს და გარკვეული დრო გაუცდა. ხოლო მურთაზ დაუშვილმა მეორე ტაიმში ითამაშა.

ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის
პირველ მატჩს 24 აგვისტოს, აელ-ის წინააღმდეგ გამართავს. იქამდე კი, კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გუნდი "პაფოსთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ თოკო, ასე გააგრძელე, გფარავდეს უფალი.
გაიოზ გოშაძე
19:14 16-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული