ვაკო გვილია კუთხურების დიდოსტატია - "ლეგიამ" ქართველის პასით მოიგო

AutoSharing Option
18 აგვისტოს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-5 ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" სახლში "ზაგლებიეს" 1:0 მოუგო.

მატჩმა ვარშავაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 16 262 მაყურებელი დაესწრო და ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე მონტენეგროელმა ნახევარმცველმა მარკო ვეშოვიჩმა გვილიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა.

სხვათა შორის, "ლეგიას" ხშირად გააქვს გოლები გვილიას კუთხურების შემდეგ და ეტყობა, ამაზე ბევრს ვარჯიშობენ.

"ლეგია" 7 ქულით მე-8 ადგილზეა, თან, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 25 აგვისტოს, მორიგ ტურში, ლოძში ლკს-ს შეხვდება.

არმიული გუნდი აგრეთვე ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც 22 და 29
აგვისტოს "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე რამხელა ქვეყანაა, ფეხბურთშიც ფულია, გერმანიასთან გადახლართულია და მაინც არანაირი შედეგები არ აქვთ ფეხბურთში. გასაოცარია.
ddgfdf
19 აგვისტო 2019 03:01
3
მსოფლიოს ჩემპიომატზე ბრიმჯაო აქვთ აღებული,დიდი ხნის წინ მაგრამ მაინც.ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდათ მაშინ.დაფრინავდნენ.რაც შეეხება გვილიას,მის კარგ კუთხურებს,ნაკრებშიც სჭირდება გამოყენება.სსრკა ნაკრებში ვერემეევი ან ბურიაკი,ახლო ძელთან ახვევდა ბურთს,მასზე გადიოდა რამაზ შენგელია და დასწრებაზე,ან კარში გზავნიდა,ან შორეულ ძელთან გადააგდებდა,სადაც სხვები ელოდნენ/თვითონ რამაზი,დაბალი ტანის იყო,მაგრამ ორი გოლი აქვს ასე გატანილი.ამათაც ხომ შეუძლიათ ამის გაკეთება.
სოსო
19 აგვისტო 2019 12:12
0
ვაკო მიდი რა შენი იმედი მაქ მშრომელი ხარ მთავარია მწვრთნელმა არ აურიოს როგორც ხდება შენთან
თემური
19 აგვისტო 2019 00:02
1
მიდი ვაკოო. თემურ ასპროცენტიანი გეთანხმები. სულ ფანჯი დუ მწვრთნელები ხვდება ვაკოს.
ადმინ ლაიქს დავაჭირე და დისლაიქი აინთო, მერე ვეღარ შევცვალე. გამოასწორეთ ჩაბანძებული აიტი სისტემა.
ჯეკო
19 აგვისტო 2019 02:10
0

სიახლეები პოპულარული