25 აგვისტოს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "შტურმმა" გრაცში, ოთარ კიტეიშვილის ლიდერობით, "სვაროვსკი ტიროლი" 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში, რომელსაც 7 512 მაყურებელი დაესწრო, 39-ე წუთზე კიტეიშვილის პასით ანგარიში შტეფან ჰეირლენდერმა გახსნა, 58-ეზე კი ჩვენებურმა თავად გაიტანა გოლი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში კიტეიშვილმა პირველი გოლი გაიტანა.
"შტურმი" 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს ალტაჰში "რეინდოლფს" დაუპირისპირდება.