ოთარ კიტეიშვილი ათამაშდა - გოლი და საგოლე პასი "სვაროვსკი ტიროლთან"

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "შტურმმა" გრაცში, ოთარ კიტეიშვილის ლიდერობით, "სვაროვსკი ტიროლი" 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში, რომელსაც 7 512 მაყურებელი დაესწრო, 39-ე წუთზე კიტეიშვილის პასით ანგარიში შტეფან ჰეირლენდერმა გახსნა, 58-ეზე კი ჩვენებურმა თავად გაიტანა გოლი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში კიტეიშვილმა პირველი გოლი გაიტანა.

"შტურმი" 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს ალტაჰში "რეინდოლფს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია, შენი კარგი ფორმა ნაკრებს სჭირდება დანიასთან მატჩში
irakli
23:14 25-08-2019
0
რა სათაურია ეს.რას ჰქვია ათამაშდა?კაცი გუნდის ლიდერია რამდენი ხანია,ამას აღიარებს კიდეც ავსტრიული მედია,უკვე დიდი ხანია თუ თქვენ ფლეშსკორის მიხედვით არქმევთ სტატიებს სათაურს?!
მიდი
07:34 26-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული