საბა კვირკველია: "იუვენტუსის" დამარცხება და რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი:

"რატომღაც ასეთ ჯგუფს არ ველოდი. რას იზამ, საინტერესო იქნება!

"ატლეტიკოს" ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ, "იუვე" - ეს საერთოდ ტოპია. იტალიელების დამარცხება და შემდეგ რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო (იცინის).

თუ სერიოზულად, მე ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, "ლოკომოტივს" ყველაფერი შეუძლია. განსაკუთრებით, სახლში, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით.

გასული სეზონის შეცდომებს გავითვალისწინებთ და ვიბრძოლებთ!", - განუცხადა კვირკველიამ კლუბის საიტს.

"ლოკოსთან" ერთად ჯგუფში "ატლეტიკო", "იუვენტუსი" და "ბაიერი" მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
...მორიგი "მიუნჰაუზენი,"ძალა უნდა შეგწევდეს ქადილისა...
goreli2
10:29 13-09-2019
0
ამ საცოდავებს ეს დიდი სამეული საცემ ბალიშად გამოიყენებს, მგონი ესენი საერთოდ ქულას ვერ აიღებენ კგუფში!
|ვუსურვებ ლოკომოტივს ყოველ მატჩში 9-0 წაეგოს :) მიუხედავად იმისა რომ კვირკველია იქაა !
artanuj
10:31 31-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული