31 აგვისტოს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლას" ლოძის ლკს-სთან გამარჯვება (2:1) მოუპოვა.
მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გამარჯვების გოლი გაიტანა.
ეს მიმდინარე სეზონში გიორგის პირველი გოლია.
"ვისლა" 7 ქულით მე-12 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 13 სექტემბერს ლუბინში "ზაგლებიეს" დაუპირისპირდება.