"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ვარჯიშზე მხარი ამოიგდო და 2-3 კვირა მოუწევს უქმობა, - ეს ინფორმაცია დონეცკური გუნდის მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ გააჟღერა.
ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატში, "ოლიმპიკთან" დღეს მოგებულ მატჩში (4:0) არ მიუღია მონაწილეობა და როგორც ua-football.com-ს განუცხადა, ალბათ, საქართველოს ნაკრებს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ხოჭოლავა სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებთან თამაშებისთვის ჰყავდა გამოძახებული.
ინტერვიუ წავიკითხე გუშინ ხოჭოსი, სადაც ამბობს რომ ტოპ 5 ჩემპიონატიდან რომელიმეში მინდა გადასვლაო, მჯერა მიაღწევს ამას, ასეთი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ფეხბურთელები დააფასეთ და არა სოლომონ კვირკველიასნაირები, რა ლივერპულიო?! ლოკომოტივში ვარო, რომ მდომოდა წავიდოდი პრემიერლიგაშიო.