ბელგიური გამოცემის, voetbalnieuws.be-ს თანახმად, "გენტს" გიორგი ბერიძის სხვა ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვა და ბელგიის ქვედალიგელ "ლოკერენში" გაშვება სურს.
უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ლოკერენის" ფეხბურთელი დილან მბაიო "გენტის" ფეხბურთელი გახდება. ქართველის კლუბში გადაწყვიტეს, რომ მათთვისა და ბერიძისთვის სასარგებლო იქნება, თუ ის მბაიოს ტრანსფერის ნაწილი და "ლოკერენის" ფეხბურთელი გახდება.
გამოცემა წერს, რომ ქართველი ნახევარმცველი ახლა "ლოკერენთან" უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კლუბს შეუთანხმდეს. სხვა მხრივ, პრობლემები არ იქნება.
გიორგი ბერიძემ "გენტის" მოსამზადებელ ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე გოლიც გაიტანა და თითქოს კლუბში უნდა
დარჩენილიყო, თუმცა "გენტმა" საკმაოდ ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი დაიმატა და გიორგი ბოლო დროს გუნდის განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა.