ლევან შენგელიამ "კონიასპორთან" კონტრაქტი გააფორმა - ნახეთ, როგორი ვიდეორგოლი მიუძღვნეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კონიასპორმა" ლევან შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა.

შენგელიამ თბილისის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, დღეს შუადღით ჩავიდა კონიაში, მედშემოწმება გაიარა და 2+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმეს.

შენგელიას 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"იმ მომენტიდან, რაც აქ ჩამოვედი, გაოცებული დავრჩი ინფრასტრუქტურითა და სტადიონით. წარმომიდგენია, როგორი ატმოსფერო მელის. ტრანსფერამდე ცოტა ხნით ადრე ნაკრებში მიხმეს. ყველაფერ ამით აღფრთოვანებული ვარ.

ეროვნული გუნდის მატჩების დასრულებისთანვე ჩამოვალ და საქმეს შევუდგები. ძალიან თბილად შემხვდნენ. ამისათვის მადლობელი ვარ. ჩემი ერთადერთი მიზანია, ყველაზე მაღალ დონეზე გუნდისათვის სასარგებლო ვიყო. მივესალმები
გულშემატკივრებს და მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიდი ლევან შეუბერე. მთავარია ეგ პეპლები თავში არ აგივარდეს
ნახალოვკელი
03 სექტემბერი 2019 10:30
0
წარმატებები ლევან!მალე უკეთეს ჩემპიონატში გვენახე.გფარავდეს ღმერთი.
paata
03 სექტემბერი 2019 10:05
0
წარმატებები. თქვენ უნდა ასახელოთ ჩვენი სამშობლო. შეგეწიოთ ღმრთისმშობელი...
levan
03 სექტემბერი 2019 09:36
2
აგრონომად მოეწყო ,ბოტანიკურ ბაღში?
Gurilo
03 სექტემბერი 2019 08:23
0
თუ არ იზარმაცებს, იქნება შახობასაც, ქე გამოკრას ხელი, აბაა!!!
კ ო მ ბ ლ ე
03 სექტემბერი 2019 03:02
0
დავიჯერო რომ ჩვენ დინამოზე უკეთესი გუნდია ეს?
giorgi
03 სექტემბერი 2019 01:54
3
ფული ბაბა ფულიი:)))) ნაადრევად დაიწყო ამან სიბერისთვის ფულის დაგროვება
Tom
03 სექტემბერი 2019 09:02
1
სჯობს კი არა მოუგებს დინამოს სამწუხაროდ საზიზღრად
Duskatto
03 სექტემბერი 2019 03:26
1
თუ ვინმემ გაიგეთ იდეა რაა ამ კლიპის, დაპოსტეთ.
ნათია
02 სექტემბერი 2019 23:40
3
გაუგებარი ისაა პეპელა რატომ იყო ერთ-ერთ მთავარ როლში :D
ლადო
03 სექტემბერი 2019 03:02
0
გაუგებარი რა არის აქ? ადამიანს თბილად დახვდნენ და აგრძნობინეს რომ ფეხბურთელების დაფასება ვიცით, შენი გვეიმედება და გვერდში გვიგულეო, რაც ძალიან მნიშინელოვანი მესიჯია კლუბში ახალ მისული სპორტსმენისთვის.
სამტ
03 სექტემბერი 2019 00:55
0
ეეე ბიჯო, ჩვენი გაპრანჭული, შუშებიანი, გამჭვირვალე პარლამენტი, აქ სად წამოუღიათ? საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან (იმერეთის გუბერნია) გადაუტანიათ ქალაქ ქონიაში (სელჩუქლუს რაიონში)?

eheeeiy
02 სექტემბერი 2019 22:41
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული