"სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს არც ახალი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო სწყალობს.
31 ოქტომბერს "სპარტაკმა", რუსეთის თასის 1/8-ფინალში საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "როსტოვს", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ჩვენებური კი კვლავ სათადარიგო იყო.
არადა, საქართველოს ნაკრების მატჩების წინ მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის ასეთ ვითარებაში ყოფნა მართლაც საგანგაშოა.
კვლავ დუბლი შეასრულა შვედმა თავდამსხმელმა ჯორდან ლარსონმა, რომლის მამა, ახლო წარსულში ცნობილი ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი შეხვედრას დაესწრო და არ დამალა, რომ მისი შვილი "სპარტაკში" მაღალი ანაზღაურების გამო გადავიდა.
ნამატჩევს ტედესკომ ჰენრიკ ლარსონს ხუმრობით უთხრა, კარგი იქნება,
ჩვენს გუნდში შენც რომ გადმოხვიდეო.
ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ნაკრებში ნუღარ იძახებენ ასეთ ფორმაში მყოფს.
მაქვს შთაბეჭდილება, რომ ნაკრებშიც უგულოდ და უმოტივაციოდ თამაშობს. დააკვრიდით როგორ კარგავს ხოლმე ბურთს. პატარა მხრის მიდება მეტოქის და იმწუთას ტოვებს ბურთს და მეტოქეს აბარებს. გასაგებია რომ სუსტია ფიზიკურად, მაგრამ არც მთლად მასეა, რომ ესე მარტივად დათმოს პოზიციები თამაშისას.
უპასუხისმგებლო მოთამაშეა. სირცხვილია ასეთი უმოტივაციო კაცის ნაკრებში გამოძახება და მითუმეტეს ძირითადში დაყენება.
მე ასეთ ჯანოს არა!!!