ზურიკო დავითაშვილი საუკეთესო იყო - "რუბინმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 ანგარიშით 0:0 დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში "კრილია სოვეტოვი" და "რუბინი" 0:0 დაზავდნენ.

სამარაში ჩატარებულმა შეხვედრამ საკმაო ინტერესი გამოიწვია, 10 842 მაყურებელი დაესწრო და სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ. "რუბინის" დირიჟორი და წამყვანი ფეხბურთელი კვლავ 18 წლის ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც სწრაფი იერიშებითა და დრიბლინგით ამწვავებდა თამაშს, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ის 89-ე წუთზე შეცვალეს. ხვიჩა კვარაცხელია 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ბექა მიქელთაძე კი სათადარიგო იყო.

ყაზანურმა გუნდმა უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 ანგარიშით 0:0 დაასრულა, 15 ქულით მე-11 ადგილზეა და 9 ნოემბერს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.

ნამატჩევს "რუბინის" მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ თქვა, რომ ზურიკოს ერთი-ერთზე შეუძლია მეტოქეთა მოტყუება; მეორე ტაიმში გუნდს დაღლილობა დაეტყო, ზურიკოც დაიღალა, მომენტები ჰქონდათ და გოლების გატანას დაიწყებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული