"გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ" - ზურიკო დავითაშვილის სიტყვა ხორვატიასთან თამაშის წინ - 17 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2. ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოვა.

3. მაკგრეგორი ბრუნდება - ცნობილი გახდა, ვინ იქნება მისი მეტოქე დეკემბერში.

4. "ბარსელონას" ლეგენდა პირდაპირ ეთერში ატირდა.

5. ზუსტად 20 წლის წინ: მიხაილ შუმახერი დაბრუნდა, თანაგუნდელს ჩემპიონობა დააკარგვინა და საუკეთესო გახდა.

6. შოთა არველაძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

7. ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უკრაინას ორჯერ შეხვდება.

8. ესპანურმა fichajes.net-მა რუსეთში დავითაშვილი და კვარაცხელია გამოარჩია.

9. თორნიკე შენგელია კარგად გაისარჯა, მაგრამ დე კოლოს
ვერაფერი მოუხერხეს
.

10. "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი გადაიტანეს.

11. Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 4 პოზიციაზე 6 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

12. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა, თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშე გიორგი იაკობიძემ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში თქვა, თუ რა სიტყვებით მიმართა ზურიკო დავითაშვილმა ნაკრების ფეხბურთელებს: "ჯერ იმიტომ უნდა ვითამაშოთ მაგრად, რომ ჩვენ უკან საქართველოა; მეორეც, ელიტრაუნდში პირველ ადგილზე გასვლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას გავიადვილებთ; მესამე, ხომ გვინდა რომ დაგვაფასონ (ხორვატები, რომლებიც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროში, გამარჯობას არავის ეუბნებოდნენ) და ზემოდან აღარ შემოგვხედონ?! ჰოდა, გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ".
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენი ჯიში და ჯილაგი ათასეული წლების წინ ჩამოყალიბდა და არსებობის გრძელი გზა გაიარა. არ შეიძლება ათეულობით საუკუნე გამოვლილ გენს უკვალოდ ჩაეარა და არავისზე ნაკლები არა ვართ. სანამ პირველობის ამბიცია გვექნება, მანამ ვიარსებებთ, როგორც ერი. სხვა შემთხვევაში საძოვარზე გაგებული ნახირი ვიქნებით.
თენგაბი
11:04 19-10-2019
1
ანგარიში 2:0 რაზე მეტყველებს,გამაგიჟებს ეს ხალხი.
გია ჯაში
16:45 18-10-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული