6 ართმევა, 10 ჩაჭრა, 95% ზუსტი პასი - ყაზახებმა ჯაბა კანკავა სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მ ადგილობრივი პრემიერლიგის 33 (ბოლო) ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა შეიყვანა.

აი, რას წერს გამოცემა ჯაბას შესახებ:

"კანკავას დამსახურებით, "ტობოლის" ნახევარდაცვაში "აკტობეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ყველაფერი მშვიდად და საიმედოდ იყო. ის უპრობლემოდ შედიოდა ორთაბრძოლებში და იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს.

ქართველი საყრდენის ანგარიშზე შეხვედრაში 6 ართმევა, 10 ჩაჭრა და 5-დან 5 მოგებული საჰაერო დუელი იყო. ამას გარდა, ჯაბამ 106 პასი გააკეთა და მათი 95% ზუსტი იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მოქმედების კოეფიციენტმა 299 შეადგინა."

ჯაბა
კანკავა "ტობოლის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. წლევანდელ სეზონში ჯაბამ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია და 9 ყვითელი ბარათი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთო კიდევ დიდი ხანს შეაძლებინე ნაკრებში თამაში, ესეთი თავდადებული კაცი ნაკრებში კეცბაიას შემდეგ არ მახსოვს. მე ამის ჩავარდნილ თამაშს ვეღარ ვიგონებ იმდენი ხანია ერთ დონეზეა ნაკრებში. ნამდვილი კაპიტანი, წარმატება და ჯამთელობა ჯაბას.
G.LA
19:46 13-11-2019
0
ეჰჰ ამ ბიჭს ღმერთმა ფეხბურთელის ნიჭი და კლასი არ დაანათლა თორემ ახლა ვარსკვლავებს უნდა წყვეტდეს. მასსავით მშრომელი და მებრძოლი არათუ ფეხბურთელი სპორტსმენიც იშვიათობაა, ყველაფერს შრომით და მონდომებით აღწევს, ჯიგრიანი ბიჭია რაიქნებოდა ცოტა მეტი კლასი ჰქონოდა მისგან ლეგენდარულ ფეხბურთელს მივიღებდით, არაბიძე ჭანტურია ოქრიაშვილი და სხვები თავიანთ ნიჭს სიზარმაცით ანიავებენ ეს კაცი კიდევ შრომობს წვალობს და იბრძვის რის ფასად მარტო ხელფასით ხომ არ უნდა კმაყოფილდებოდე ახალგაზრდა ფეხბურთელი თუ ნიჭი არ დაგანათლა ღმერთმა რაუნდა ქნა
გოგა
15:33 13-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული