ღირსეული კაპიტანი! - ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, ლეიკემიით დაავადებული დედის დასახმარებლად, თანხა გადაურიცხა

AutoSharing Option
ძმებმა - რატი და ნიკა ქართველიშვილებმა ლეიკემიით დაავადებული დედის დასახმარებლად რამდენიმე კვირაა "ტაქსაობა" დაიწყეს - ძმების წამოწყებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ყაზახური "ტობოლის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა აღმოჩნდა, რომელმაც მაია ქართველიშვილის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე თანხა გადარიცხა.

"მადლობა, კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის! არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასეთ მძიმე წუთებში", - წერს ნიკა ქართველიშვილი.

Sportall.Ge

მაია ქართველიშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის კიდევ 80 000 დოლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ამ
მონაცემების გამოყენებით გადარიცხონ:

  • საქართველოს ბანკი: GEL EUR USD GE95BG0000000161310779
  • TBC ბანკი GEL EUR USD GE28TB7739345064300013
  • მიმღები რატი ქართველიშვილი
  • პ/ნ 01019072195
  • 591 819 819
მკითხველის კომენტარები / 11 /
დასაფასებელი და სამაგალითო საქმე!
სტრადა
13:47 08-08-2019
0
კიდევ ერთხელ თავისი დიდი კაცობა გამოავლინა!
მერაბი
21:26 07-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული