მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა matchtv-სთან საუბრისას საბა კვირკველიაზეც გააკეთა კომენტარი.
"ჩვენ გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი გვყავს: სმოლოვი, ანტონ მირანჩუკი, კვირკველია. მათ მომზადების ხარისხიანი ციკლი სჭირდებათ, რათა სეზონის პირველი ნახევრის ბოლოს საჭირო კონდიციებში იყვნენ. სოჭში კი საჭირო ციკლს გაივლიან", - აღნიშნა სიომინმა.
საბა კვირკველიას რუსეთუს პრემიერლიგაში ზაფხულის შემდეგ არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა წლევანდელ სეზონში "ლოკომოტივის" ერთადერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც რუსეთის თასზე.
ვინმეს გჯერათ რო ხვიჩა კვარაცხელიას ამბები არაფერ შუაშია???