ფოტო: gff.ge
საქართველოს ნაკრებისა და "ადანასპორის" შემტევ გიორგი არაბიძეს კოჭის ტრავმა აქვს. 2 დღის წინ თურქულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ტრავმის გამო დაახლოებით, 3 თვეს გამოტოვებს.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა.
"დაზუსტებით ჯერ არ შემიძლია თქმა, მაგრამ სავარაუდოდ, ოპერაციის გაკეთება მომიწევს. თუ ასე მოხდა, დაახლოებით 2 თვე-ნახევარში დავიწყებ ვარჯიშს და 2 კვირის შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოვემზადები.
თუ ოპერაცია არ დამჭირდა, 2-3-კვირიანი მკურნალობა მომიწევს. ნაკრების თამაშის შეფასება?
ეროვნული ნაკრების თამაში არ მინახავს, რადგან ახალგაზრდულის მატჩს ვუყურებდი. ბიჭებმა
ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ დავიჩაგრეთ და არ გამკვირვებია, რადგან დიდ ნაკრებებთან უმეტესად ასე ხდება.
მსაჯებს ასეთ დროს სიმპათიები უფრო დიდი გუნდების მიმართ აქვთ. ბევრ მათგანი იმასაც კი ფიქრობს, რომ ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია, მაგრამ ასე არაა.
საფრანგეთის დასამარცხებლად ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. მთავარია, ეს თამაში მალე დაივიწყონ, რადგან სლოვაკთთან აუცილებლად გამარჯვება გვესაჭიროება", - აღნიშნა გიორგიმ.