mezokovesdzsory: ბუდუ ზივზივაძე "გოლთა მეფეა" და საქართველოს ნაკრებში გამოძახებას ელის

AutoSharing Option
უნგრულ "მეზოკოვეშდში" ჩინებულად ასპარეზობს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ჩემპიონტის 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა. "მეზოკოვეშდი" სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ქართველ ფორვარდს ძალიან ემადლიერება და მასთან ინტერვიუ კლუბის საიტზე გამოაქვეყნა.

ბუდუ ზივზივაზე: მინდა, "გოლთა მეფე" გავხდე!

ის გულშემტკივართა ჭეშმარიტი ფავორიტი გახდა. დანაპირები შეასრულა, კვირიდან კვირამდე უმატებს და გოლები გააქვს. ბუდუ მეკარეთა რისხვაა და მისი მიზანია, უნგრეთის პირველობაზე საუკეთესო იყოს.

- 6 თვე გავიდა, რაც ჩვენს გუნდში გადმოხვედი. თავს როგორ გრძნობ?
- აქ თამაში ძალიან მახარებს, ყველა ასპექტში შესანიშნავ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან კლუბის
ხელმძღვანელობა უნიკალურ პირობებს გვიქმნის, ხოლო სამწვრთნელო შტაბი შენ საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას გაძლევს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის ბირთვს დიდებული ფეხბურთელები შეადგენენ. გულწრფელად გეტყვით, აქ გადმოსვლით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- შენი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- უკვე 6 გოლი გავიტანე, რაც მახარებს. ეს ჩემი სამუშაოა, გუნდს უნდა დავეხმარო. ჩემი მიზანია, კიდევ უფრო ეფექტური ვიყო, ეს ჩემი მალული ოცნება არაა - ასევე მინდა, უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთგაგება მაქვს და თამაშით მართლაც სიამოვნებას ვიღებ.

- ძალიან მალე გულშემტკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდი. რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა?
- მართალს ამბობენ - გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელია. საკუთარ მოედანზე მხარდაჭერა ყოველთვის სასიამოვნოა, ხოლო როდესაც კვირიდან კვირამდე მხარს უცნობი ადამიანები გიჭერენ, ეს უნიკალური გრძნობაა. ჩვენ მათი ძალიან მადლიერნი ვართ. მათ გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევდით. მჯერა, ჩვენ გაცილებით ბევრი საერთო სიხარული გველის.

- როგორ ფიქრობ, რაშია წარმატების საიდუმლო?
- ვფიქრობ, ახლა მესამე ადგილზე ყოფნას სავსებით ვიმსახურებთ. არანაირი საიდუმლო არ არსებობს - კლუბში კარგი ურთიერთგაგებაა. ამ მიზნის მისაღწევად ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და ჩვენთან ადვილი გასეირნება არავის გამოსდის.

- ჩემპიონატზე შემდეგი შეხვედრა "კაპოშვართან" გაქვთ. როგორ მატჩს ელით?
- უნგრეთის პირველობაზე ადვილი არც ერთი მატჩი არ არის. ასე რომ, ჩვენი მეტოქის მდგომარეობამ არავინ უნდა შეიყვანოს შეცდომაში. ბრძოლა იქნება და პირველი წრის შეხვედრასთან შედარება არ შეიძლება, რამეთუ სეზონის სტარტზე ჩატარდა. რა თქმა უნდა, 3 ქულის მოპოვება გვსურს.

- ვიცით, შენ და სხვა ლეგიონერებიც უნგრულ ენას სწავლობთ. რომელია შენი საყვარელი უნგრული სიტყვა?
- საოცრად რთული სიტყვები გაქვთ და მათი გამოთქმა ჩემთვის ნამდვილი გამოცდაა. მოხარული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა უნგრული მეტყველება რაც შეიძლება მალე გავაუმჯობესო. ჩემი პირველი სიტყვა იყო - მადლობა.

- შესანიშნავ ფორმაში ხარ, კითხვაც აქედან გამომდინარეობს - გაქვს თუ არა ნაკრებში გამოძახების იმედი?
- სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივი თავისი ქვეყნის ღირსების დაცვაა. ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შანსი აქამდე ოთხჯერ მომეცა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში მომდევნო მატჩებში თამაშზე ვოცნებობ, "მეზოკოვეშდიმ" ამისათვის ყველა პირობა შემიქმნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი ბიჭია ეს იმენა ივარგებს ნაკრებშიც.
1
"იმენნა" ორი ნნ-ით იწერება, ბრატუხა. იაზიკს ნუ გვიმახინჯებ)))
mdaa
13:29 21-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული