26 ოქტომბერს, უნგრეთის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ.
ზივზივაძის "მეზოკოვეშდიმ" მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო "დებრეცენს", ქართველმა ლეგიონერმა კი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.
ზივზივაძემ პირველობის 9 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"მეზოკოვეშდი" არასოდეს არ მიეკუთვნებოდა მადიარული ფეხბურთის გრანდებს, ახლა კი 22 ქულით მეორე ადგილზეა და 2 ნოემბერს ბუდაპეშტში ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" შეხვდება.