გიორგი არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაუბრუნდება ქართველი შემტევი მოედანს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ადანასპორის" შემტევმა გიორგი არაბიძემ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში კოჭის ოპერაცია გაიკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძე ავრცელებს.

"მადლობა, უფალო, ამ ბედნიერი დღისთვის", - წერს ლელა ბრეგვაძე და თავისი შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.

როგორც რამდენიმე დღის წინ არაბიძემ Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ოპერაციის შემდეგ ის 2 თვე-ნახევარში ვარჯიშს დაიწყებს, 2 კვირის შემდეგ კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს გიო, მაგრამ ერთი რამე მინდა კარგად გესმოდეს: შენი თავი მარტო შენ არ გეკუთვნის, შენ არა გაქვს უფლება როგორც მოგესურვება ისე იცხოვრო, შენ და კიდევ რამდენიმეს მთელი საქართველო შემოგყურებს იმედის თვალით, ყველას თქვენი კარგ ფორმაში ყოფნა ესიზმრება, ივარჯიშეთ და გახდით პროფესიონალები, თქვენ ძალიან სჭირდებით საქართველოს, ეს ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ხალხს უდიდესი სიხარული აჩუქო და ბედნიერი გახადო მთელი ერი, მინდა ეს გაითავისოთ და გაგვახაროთ, გამოჯანმრთელებას და დიდ ფეხბურთელობას გისურვებ გიო, გააკეთე ის, რაც შეგიძლია!!!
bmb
22 ნოემბერი 2019 13:56
0
მაგას ტრამვა, კაი ხანია ხელს უშლიდა და ბოლკობოლო გაიკეთა და საერთოდაც ოპერაცია თუ კარგად აკეთებენ გამოსავალია. რისკი მაინც არის, მარა ტრამვით ვერ თამაშობ და რა უნდა ქნა. პაპუნაშვილს ტრამვა რომ არ აწუხებდეს დღეს ლა ლიგაში იქნებოდა ჩვეულებრივად.იმედია გიოს კვალიფიციურად ჩაუტარეს ოპერაცია. არ მინდა რომ დაიკარგოს, ღმერთი შენსკენ გიო. შენ და ჩაკვე, ჯანმრთელები მენახოთ ევროპის ჩემპიონატზე.
vaso
22 ნოემბერი 2019 10:44
0
სწრაფ გამოჯანმრთელებას და ფორმაში ჩადგომას ვუსურვებ. ასევე მ ომავალში ტრავმების არიდებას.
niko
22 ნოემბერი 2019 00:53
0
გიო მალე გამოჯამრთელდი და გაგვახარე შენი საოცარი თამაშით მჯერა შენი ტალანტის მქონე კაცი მალე გაიპრწყინებს საქართველოს ნაკრებს შენი დახმარება დაჭირდება შენი საოცრად შესრულებული ჯარიმები წარმატებები და წინსვლა ..
საქართველოს ქომაგი
21 ნოემბერი 2019 19:31
0
ჯანმრთელობას გისურვებ გიო!!! ღვთის შემწეობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჯანმრთელი დაუბრუნდები მოედანს!!! ახლა დრო გაქვს, რომ კარგად გააცნობიერო თუ სად უშვებდი შეცდომებს და რა გაქვს გამოსასწორებელი, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო!!! დიდი იმედი მაქვს , რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ და ბევრ ადამიანს გაუმართლებ იმედს!!! წინასწარ გილოცავ, შეგეწიოს წმ. გიორგი და დაგიფაროს!!!
დათო
21 ნოემბერი 2019 18:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული