მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს.
ანანიძემ გუნდთან ერთად შეუზღუდავად ივარჯიშა და "ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება.
ჯანომ მიმდინარე ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს ნაკრებს კი ტრავმის გამო ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა.