ბელგიის B დივიზიონში კვლავ გამოიჩინა თავი "ლოკერენის" ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ.
"ბეერსხოტთან" გასვლითი მატჩი ბერიძემ შეუცვლელად ჩაატარა, 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. სხვათა შორის, მან "ბეერსხოტის" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა.
გიორგიმ ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და "ლოკერენის" ბომბარდირია.
"ბეერსხოტის" ქართველი ლეგიონერი ირაკლი ბუღრიძე განაცხადში არ იყო.