გიორგი ლორიას კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ

AutoSharing Option
კვიპროსული ვებგვერდი ShootandGoal-ი გულშემატკივრებს შორის გამოკითხვას აწარმოებს, თუ ვინაა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე და მასში დიდი უპირატესობით (65%) "ანორთოსისის" გოლკიპერი გიორგი ლორია დაწინაურდა.

ხმის მიცემა გრძელდება და  მოწინავე ექვსეული ასე გამოიყურება:

გიორგი ლორია (ანორთოსისი/საქართველო, 33 წლის) - 65%
ვიდ ბელეცი (აპოელი/სლოვენია, 29) - 22%
ჟოზიმარ ვოზინა (აელ/კაბო-ვერდე, 33) - 5%
ანტონიო რამირესი (აეკ/ესპანეთი, 33 ) - 4%
ჟოელ მალი (აპოლონი/შვეიცარია, 28) - 2%
არტურ რუდკო (პაფოსი/უკრაინა, 27) - 2%

ლორიამ ჩემპიონატის ცხრავე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 5 გოლი გაუშვა, მისი გუნდი კი ლიდერია.

ხმის მიცემა ამ საიტზე შესაძლებელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული