30 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ქართველების "რუბინი" გროზნოში დაუზავდა ადგილობრივ "ახმატს" 1:1.
მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ 90+3-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა და ყაზანურ გუნდს ქულა მოუპოვა.
ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ხვიჩას მეორე გოლია - პირველი "ლოკომოტივს" გაუტანა.
"რუბინში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძე კი განაცხადში არ იყო.
"რუბინი" 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.