ბელგიური voetbalnieuws-ის ინფორმაციით, "გენტს" მომავალ კვირებში ჯონათან დეივიდი შეუერთდება, რომელიც კანადაში დედის სიკვდილის გამო გაფრინდა, თუმცა ამის გარდა, "ბუფალოს" კიდევ ერთი ოქროს ბიჭუნა დაუბრუნდება - გიორგი ჩაკვეტაძე.
ჯეს ტორუპმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად იყო და უახლოეს მომავალში ქართველის განაცხადში შეყვანასაც აპირებდა.
"მე ვარჯიში შემიძლია, ვგრძნობ, რომ თამაშიც გამომივა. შესაძლოა 90 წუთის მოედანზე გატარება არ შემიძლია, თუმცა 15-20 წუთი სავსებით შესაძლებელია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დუელში შესვლის შიში გადავლახე. რთული დრო გამოვიარე, თუმცა მენტალურად მყარად ვარ.
ადრინდელზე უფრო ძლიერი დავრუნდები. თითქმის ვოცნებობ, გელამკო არენის მინდორზე პირველად შევდგა ფეხი,"- უთხრა გიორგიმ Het Laatste Nieuws-ს.