"გენტს" ჩაკვეტაძე, ჩვენ კი იმედი დაგვიბრუნდა - მან რვათვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა - მას 8 თვე გაუცდა.

"ზულტე-ვარეგემთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და პუბლიკა მას ოვაციებით შეეგება.

იმ დროისთვის "გენტი" 2:0-ს იგებდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

"გენტის" თავდამსხმელი" გიორგი ქვილითაია შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო "ზულტე-ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 46-ეზე და
78-ე წუთზე შეცვალეს.

"გენტი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 დეკემბერს ევოპა ლიგაზე "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ზარანდიამ რა ჩაიდინა ასეთი?
სისო
08 დეკემბერი 2019 07:29
1
ძალიანაც ნუ ვიძახებთ ჩვენი იმედიაო. დიდი ფსიქოლოგიური წნეხია ეგ მისთვის. 19 წლისაა ჯერ. ითამაშოს ლაღად და ისე - როგორც შეძლებს. 4-5 მაინც უნდა გყაბდეს ეგეთი ნაკრებში, რომ სერიოზულ
წარმატებებს მიაღწიო. მაგარია - კი ბატონო, მარა პატარაა ჯერ . ოუენი გახსოვთ?
ჯეკო
08 დეკემბერი 2019 02:21
4
KKK-ს : სერიოზულ წარმატებაში მსოფლიო
ლიდერებში გარევა ვიგულისხმე ჯიგარო სწორედ. აბა რა. წარმატებები გინდა შენ? ხორვატიას ჰყავს 4-5 მაგარი. დანარჩენი საშუალო დონეა და ვიცე-ჩემპიონები არიან ძმაკაც..
GLA -ს შიში რა შუაშია მეგობარო. უბრალოდ პატარაა ჯერ გიო და მაგიტომ დავწერე ფისქოლოგიურ წნეხზე. ლიდერები არ გინახავსო რომ მწერ აქ, კი მინახავს. ჩამოგითვლი აგერ და მითხარი რომელი იყო ან არის ნაკლები ნიჭის: გიო ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ჭანტურია, ჯანო ანანიძე, გიორგი არაბიძე , თორნიკე ოქრიაშვილი. სად არიან ესენი ეხლა?
ჯეკო
08 დეკემბერი 2019 17:36
1
4-5 ეგეთი, რომ გვყავდეს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გავხდებით და ეგაა.დდდდდ
Kkk
08 დეკემბერი 2019 11:29
5
ყველა გამოხმაურება
უფალს ვთხოვ,რომ ბოლო და უკანასკნელი ყოფილიყოს ეს ტრავმა გიორგის კარიერაში და ცხოვრებაში!!!დანარჩენი გიოს არ შეეშლება!!!
Alex.F
08 დეკემბერი 2019 01:44
3
მაგრად გამიხარდა ჩაკვეტაძის დაბრუნება
irakli
08 დეკემბერი 2019 01:32
0
გაიხარეთ როგორც მე გამახარეთ.
G.LA
08 დეკემბერი 2019 01:25
1
Dისლაიქზე დამეჭირა:(
Mosexoneli
08 დეკემბერი 2019 01:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული