საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა - მას 8 თვე გაუცდა.
"ზულტე-ვარეგემთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და პუბლიკა მას ოვაციებით შეეგება.
იმ დროისთვის "გენტი" 2:0-ს იგებდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
"გენტის" თავდამსხმელი" გიორგი ქვილითაია შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო "ზულტე-ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 46-ეზე და 78-ე წუთზე შეცვალეს.
"გენტი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 დეკემბერს ევოპა ლიგაზე "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს.
წარმატებებს მიაღწიო. მაგარია - კი ბატონო, მარა პატარაა ჯერ . ოუენი გახსოვთ?
ლიდერებში გარევა ვიგულისხმე ჯიგარო სწორედ. აბა რა. წარმატებები გინდა შენ? ხორვატიას ჰყავს 4-5 მაგარი. დანარჩენი საშუალო დონეა და ვიცე-ჩემპიონები არიან ძმაკაც..
GLA -ს შიში რა შუაშია მეგობარო. უბრალოდ პატარაა ჯერ გიო და მაგიტომ დავწერე ფისქოლოგიურ წნეხზე. ლიდერები არ გინახავსო რომ მწერ აქ, კი მინახავს. ჩამოგითვლი აგერ და მითხარი რომელი იყო ან არის ნაკლები ნიჭის: გიო ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ჭანტურია, ჯანო ანანიძე, გიორგი არაბიძე , თორნიკე ოქრიაშვილი. სად არიან ესენი ეხლა?