"გენტს" ჩაკვეტაძე, ჩვენ კი იმედი დაგვიბრუნდა - მან რვათვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა - მას 8 თვე გაუცდა.

"ზულტე-ვარეგემთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და პუბლიკა მას ოვაციებით შეეგება.

იმ დროისთვის "გენტი" 2:0-ს იგებდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

"გენტის" თავდამსხმელი" გიორგი ქვილითაია შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო "ზულტე-ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 46-ეზე და
78-ე წუთზე შეცვალეს.

"გენტი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 დეკემბერს ევოპა ლიგაზე "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩაკვეტაძემ იმ 15 წუთში რაც ითამაშა ძალიან მაგარი პასები და ფინტები აკეთა.აშკარად სხვა კალიბრის მოთამაშეა. სამწუხაროდ ზარანდია რომელიც მოედანზე შემოიყვანეს მასთან შედარებით ჯუჯააა! წარმატებები გიო!
გაბო
09 დეკემბერი 2019 10:41
2
ისევ გენტშია,რომა და ბაიერნზე იძახდნენ,განსაკუთრებით ბაიერნი აქტიურობსო წერდნენ
jiji
08 დეკემბერი 2019 20:18
18
ცივი წყალი მიაყოლე ბოღმამ არ დაგახრჩოს.დ
Nnn
09 დეკემბერი 2019 10:54
1
ჯეკო-ს გაიხარე, კარგი იქნება ისე არაბიძე, პაპუნაშვილი, ხვიჩა, ზურიკო დავითაშვილი, რომ იშრომებდნენ და ბოლომდე გაიმოიყენებდნენ თავიანთ პოტენციალს სულაც არ იქნება შენი ვარაუდი უტოპია. მთავარი მაინც შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობაა რაც ჩაკვეს ააქ სხვებს არ ვიცი.
Kkk
08 დეკემბერი 2019 20:01
1
დაბრუნდა მესი
iko
08 დეკემბერი 2019 19:39
0
ამ ოვაციებით დასტურდება როგორ ევასებათ ჩაკვეტაძე გენტში.უკვე არამგონია მას რამემ შეუშალოს ხელი მან იმხელა ტრამვას და ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო ამ რვა თვის განმავლობაში არამგონია რამემშებოჭოს.ჯამრთელობა და წინსვლა გიო წარმატებებიი.ისე 10 მაისური როცა ჩავაცვით ნაკრები გაიყვანა ნახევარფინალში და საერთოდ რო დაუთმონ ეს ნომ ოქრი და კიტემ რა მოხდება
თემური
08 დეკემბერი 2019 15:40
0
აბა შენ იცი გიო
ზურა
08 დეკემბერი 2019 12:57
1
ჩაკვეტაძე არ დავიღლები შენი ქებით!სულზე მოგვისწარი ქართველებს!
gia jashi
08 დეკემბერი 2019 12:51
1
ჩვენი იმედი! ველით მთელი ქვეყანა მის გაბრწყინებას!
jiji
08 დეკემბერი 2019 12:26
1
ძალიანაც ნუ ვიძახევთო როგორ თუ ნუ ვიძახებთ როგორც იქნა გვეღირსა ისეთი ფეხბურთელი რომ მთელ ქვეყანას იმედი მოგვცა და როგორ არ უნდა ვიძახოთ . ვიძახებ აბა რას ვიზამ.
ტოტტი
08 დეკემბერი 2019 11:11
1
ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე დისლაიქების ავტორების ფიზიონომიების დანახვა მაინტერესებს, ალბათ ,,ჭკუას და კეთილშობილებას" ასხივებენ, საწყლები...
პეტრე
08 დეკემბერი 2019 10:58
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული