14 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში ქართველების "ანორთოსისი" 0:2 დამარცხდა "აპოლონთან".
კვიპროსული პრესა აღნიშნავს, რომ "აპოლონს" უფრო მეტად უნდოდა მოგება, მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა, ორი უპასუხო გოლი გაიტანა და დამსახურებულად გაიმარჯვა კიდეც.
ეს მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ფამაგუსტური გუნდის პირველი წაგებაა, თუმცა 27 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და წლის ბოლო შეხვედრას 20 დეკემბერს "ენოსისთან" გამართავს.
ქეცბაიამ დანანებით აღნიშნა, რომ მოედანზე არ ჰყავდათ ლიდერი, რომელიც გუნდს გაუძღვებოდა, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ, ჩემპიონობისათვის ბრძოლას აგრძელებენ და სამი კონკურენტი ეყოლებათ.
"ანორთოსისში" შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ,
თორნიკე ოქრიაშვილი ძირითადში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ნიკა კაჭარავამაც თამაში სასტარტოში დაიწყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბუბა დაუშვილი 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.