"რანდერსის" დირექტორი: საბა ლობჟანიძე ძალიან ბევრ კლუბს სურს

AutoSharing Option
"რანდერსის" სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა დანიურ გამოცემა bt.dk-სთან საუბარში კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ საბა ლობჟანიძის შესახებ გააკეთა.

"საბა ლობჟანიძე ძალიან ბევრ კლუბს აინტერესებს, თუმცა გარკვეული ჯერ არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოცემულობა უფრო კონკრეტული გახდეს. როცა მსგავსი მომენტი დადგება, ჩვენ მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს."

ლობჟანიძეს კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდის და "რანდერსს" ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, რათა ქართველის სანაცვლოდ უფრო მეტი ფული მიიღოს ან საერთოდ, უფასოდ არ მოუწიოს მისი გაშვება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სასურველი იქნება თუ დატოვებს მომდენვნო სეზონში ამ კლუბსაც და ზოგადად დანიასაც იმიტომ, რომ დანიაში როგორც ფეხბურთელი მეტად ვეღარ გაიზდება დანის ჩემპიონატში ყველა გუნდი მეტ ნაკლებად ერთ დონეზეა და ერთი კოპენჰაგენია გამორჩეული სხვებთან შედარებით და ისიც ვერ ბრწყინავს საბას მეტი შეუძლია აქვს პოტენციალი და ეს დამტკიცა ამ სეზონების განმავლობაში და ახლა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც შეძლებს თამაშს მისი კარიერისთვისაც უკეთესი იქნება წასვლა.
გიორგი
16:44 16-12-2019
3
ბომბა ამბავი გამოვიდა ბათუმიდან!საქართველოს ნაკრების წევრებს ვიმატებთო,რომ დაანონსეს ბათუმელებმა,ერთ ერთი ნიკოლოზ გელაშვილი ყოფილააააა...წავიდა ბუმი და არ ნახული პროექტი დაიწყო...
G.l.
15:05 16-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული