"რანდერსის" სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა დანიურ გამოცემა bt.dk-სთან საუბარში კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ საბა ლობჟანიძის შესახებ გააკეთა.
"საბა ლობჟანიძე ძალიან ბევრ კლუბს აინტერესებს, თუმცა გარკვეული ჯერ არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოცემულობა უფრო კონკრეტული გახდეს. როცა მსგავსი მომენტი დადგება, ჩვენ მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს."
ლობჟანიძეს კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდის და "რანდერსს" ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, რათა ქართველის სანაცვლოდ უფრო მეტი ფული მიიღოს ან საერთოდ, უფასოდ არ მოუწიოს მისი გაშვება.
აი ეხლა ნახავთ ბუმსა და საოცარ პროექტებს