გიორგი დიასამიძე "შახტიორში" გადავიდა და წარმატებულად ასპარეზობის იმედი აქვს

AutoSharing Option
"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ ბელარუსის "შახტიორთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

- მოხარული ვარ, ჩვენს კლუბში მოგესალმო. პირველი ემოციები?
- ყველაფერი შესანიშნავადაა! "შახტიორი" ძალიან ამბიციური კლუბია: ვარჯიშისთვის კარგი პირობები აქვს და ყველაფერი, რაც მაღალი მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო. ძალიან მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო და მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

- "შახტიორში" ლაშა შინდაგორიძე თამაშობს, რომელთან ერთადაც "საბურთალოში" ასპარეზობდი. რა მოგიყვა კლუბზე?
- მხოლოდ ყველაზე დადებითი რეკომენდაციები მომცა. თუმცა "შახტიორზე" მხოლოდ მისგან არ მიმიღია ინფორმაცია - სხვა წყროებისგანაც მივიღე. არ
დავმალავ, აქ გადმოსვლისას ქართველი ფეხბურთელის ყოფნამ ერთგვარი ბონუსის როლი ითამაშა. მით უმეტეს, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ერთად ჯერ კიდევ "ორჰუსის" აკადემიაში ვიყავით.

- მართლა, როგორ აღმოჩნდით ქართველი ფეხბურთელები დანიურ გუნდში?
- დიდი სინჯები იყო, მე და ლაშა კიდევ ერთ ქართველ ბიჭთან ერთად დაგვიტოვეს.

- "ორჰუსში" პროფესიულ დონეზე ხომ დებიუტიც გქონდა?
- დიახ, ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ ტრავმა მივიღე და მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა.

- "ორჰუსის" შემდეგ საქართველოში ასპარეზობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. "საბურთალოს" შემადგენლობაში ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდი. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტე, კიდევ ერთხელ გეცადა საზღვარგარეთ თამაში...
- საზღვარგარეთ თამაშს ყოველთვის ვცდილობდი. იმედია, ბელარუსში თავს წარმოვაჩენ.

- შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობ, სადაც ფეხბურთელების გოლი+პასის სისტემით შეფასებაა დამახასიათებელი. მომავალ სეზონში რა სიმაღლის თამასას ისახავ მიზნად?
- მთავარი გუნდური შედეგია. თუ "შახტიორს" გოლებითა და საგოლე გადაცემებით დავეხმარები, შესანიშნავი იქნება. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ გუნდის გარეშე კარგი სტატისტიკის ჩვენება ნაკლებად გამომივა. აქ ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია.

- 26 მარტს ბელარუსი და საქართველო ერთა ლიგის პლეი-ოფში ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლის გასაგრძელებლად შეხვდებიან. საქართველოში რაოდენი ინტერესით ელიან ამ მატჩს?
- ასე მგონია, ამ თამაშს ჩვენთან ყველა ელის, მთელი ერი. ყველანი გამარჯვებისთვის განეწყობიან და მოგების იმედი აქვთ. თქვენთანაც თქვენების მოგებას ელიან, ეს გასაგებია. ვნახოთ, ვუყურებთ და ჩვენს ნაკრებებს ვუგულშემატკივრებთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბურთალოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით. იმედია ნაკრებშიც გამოიძახებნ ოდესმე.
oTari
17 დეკემბერი 2019 11:55
0
ეს ის ფეხბურთელი არაა ბევრი მატაობა და ბლატაობა რომ უყვარს სტადიონზე? თუ მოეპრიანა კარგად თამაშობს თუარადა დაგაწყვიტავს ნერვებს!
gabo
17 დეკემბერი 2019 11:23
1
წარმატებები ამ ფეხბურთელს. იმედია თავს კარგად წარმოაჩენს.
არ ვარგა საქართველო როგორც ქვეყანა, ცუდი საცხოვრებელი ადგილია (ნორმალური ხელფასიც რომ გქონდეს) და იმიტომ მიდიან ჩვენები სადაც გინდა.
გელა ნუგზარაშვილი
17 დეკემბერი 2019 10:36
2
ნელ-ნელა ამ ბელორუსული შახტარის ფარმ კლუბათ ყალიბდება ეს საბურთალო.დდდ
Kkk
16 დეკემბერი 2019 21:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული