21 დეკემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში "ვისლამ" გიორგი მერებაშვილის დუბლით საკუთარ მოედანზე "პიასტს" 2:1 სძლია.
მერებაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
"ვისლა" 30 ქულით მერვე ადგილზეა და 8 თებერვალს შჩეცინის "პოგონს" უმასპინძლებს.
პლოცკი. "კაზიმირ გურსკი". 2 318 მაყურებელი
ვისლა - პიასტი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი (16), 1:1 ბადია (35), 2:1 მერებაშვილი (57)