გაირკვა კლუბი, სადაც შეიძლება ჯანო ანანიძემ გააგრძელოს კარიერა

AutoSharing Option
შესაძლოა, "სპარტაკმა" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გაანათხოვროს.

Бизнес Online-ის ცნობით, მოსკოვური კლუბი ანანიძის იჯარით გაშვებას ერთ-ერთ თურქულ კლუბში აპირებს, რომელიც ჩემპიონატზე სატურნირო ცხრილის შუაშია.

metaratings-მა კი კლუბის ვინაობა დაასახელა - "დენიზლისპორი", რომელიც სუპერლიგაში მე-11 ადგილზეა.

გამოცემის მტკიცებით, ანანიძემ თავად გამოთქვა გუნდის გამოცვლის სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანოს გვერდში დგომა უფრო საჭიროა ვიდრე ამდენი კრიტიკა. დარწმუნებული ვარ თვითონაც ვეღარ ართმევს თავს მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. წლები შემოელია ხელში და ვეღარ მოუმატა. მის მიმართ ნდობა დაიკარგა, რამაც მას რწმენა დააკარგვინა საკუთარ ძალებში. არის მომენტები როდესაც უნდა იგრძნოს, რომ მიუხედავად ყველაფრის ჩვენ მისი იმედი და რწმენა გვაქვს. მოინდომოს და ყველაფერს შეძლებს! P.ს. მიდი ჯანო, არ დანებდე!!!
G.A.L.
21:11 23-12-2019
2
ვფიქრობ,თურქეთის ჩემპიონატი რუსეთის ჩემპიონატზე მაღალი დონისაა. წარმატებები ჯანოს! ბოლო კომენტარის ავტორს სრულიად ვეთანხმები. ამ კაცს გვერდში დგომა ჭირდება. ისიც ეყოფა - ტრავმებმა რომ გააწამეს. ჩვენ კი გამხნევების მაგივრად ვტისკავთ. რა დაგიშავათ ამ ბიჭმა ეგეთი?! არ გაუმართლა ფიზიკაში, თორემ დარწმუნებული ვარ - უმაღლეს დონეზე ითამაშებდა. ვერავინ დამაჯერებს რომ არ ცდილობს ან თავის დროზე რამე დაეკლოს
Homer
21:54 23-12-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული