შესაძლოა, "სპარტაკმა" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გაანათხოვროს.
Бизнес Online-ის ცნობით, მოსკოვური კლუბი ანანიძის იჯარით გაშვებას ერთ-ერთ თურქულ კლუბში აპირებს, რომელიც ჩემპიონატზე სატურნირო ცხრილის შუაშია.
metaratings-მა კი კლუბის ვინაობა დაასახელა - "დენიზლისპორი", რომელიც სუპერლიგაში მე-11 ადგილზეა.
გამოცემის მტკიცებით, ანანიძემ თავად გამოთქვა გუნდის გამოცვლის სურვილი.